Monday, May 12, 2014

            
                     დღე--მეხუთე
  დღეს დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვქონდა. ავტვირთეთ პრეზენტაცია google-drive-ში, გამოვაქვეყნეთ ინტერნეტში, დავაკოპირეთ და ჩავსვით ბლოგში  embed kodi, ვნახეთ როგორ ხდება მულტიმედიას განთავსება ბლოგზე, დავზეპეთ ჩვენი საქაღალდე განვათავსეთ ჩვენს იმეილზე, გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს, ვიმუშავეთ ბლოგზე პოსტის წაშლაზე, სურათების დაყენებაზე, სახლში უნდა დავწეროთ კომენტარები დამოვახდინოთ უკუკავშირი.

პრეზენტაცია


Sunday, May 11, 2014

მეოთხე დღე

 დღეს შევისწავლეთ შეფასების მეთოდები და მისი შესაბამისი ინსტრუმენტები. აღვნიშნეთ, რომ პროექტით სწავლების დროს აუცილებელია , გავითვალისწინოთ შეფასების 5 მიზანი,მათგან 4 განმავითარებელია, 1 -განმსაზღვრელი.
     გადავანაწილეთ ისინი 3 პერიოდად: პროექტის დაწყების წინ, პროცესში და მუშაობის დამთავრების შემდეგ.
   გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო და შევაფასეთ.
   დავიწყეთ 4 სლაიდიანი პროექტის პრეზენტაცია.
   ვისწავლეთ ფონის შეცვლა ბლოგზე.

Saturday, May 3, 2014

დღე _ მესამე

                ჩემთვის მესამე დღე მეტად მნიშვნელოვანი იყო.
გავეცანით მეორე მოდულს, შევავსეთ გეგმა, რომელშიც ეროვნული სასწავლო  გეგმიდან გადმოვიტანეთ სტანდარტები, განვსაზღვრეთ მიზნები ,საიტერესო იყო გონებრივი სავარჯიშო კითხვების-ზოგადი,თემატური, შინაარსობრივი-დასმის შესახებ.
      დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო.
        გმადლობთ!

Friday, May 2, 2014

 პირველ დღეს გავეცანით სახელმძღვანელოს, რომელიც გვასწავლის, როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში, როგორ განვავითაროთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება სასწავლო სტანდარტის მიღწევასა და 21-ე საუკუნის მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განვითარებაში.
  მიმაჩნია, რომ ასეთი ტრენინგები დროულია და ყველა მასწავლებელმა უნდა გაიაროს.