დღე--მეხუთე
დღეს დატვირთული სამუშაო გრაფიკი გვქონდა. ავტვირთეთ პრეზენტაცია google-drive-ში, გამოვაქვეყნეთ ინტერნეტში, დავაკოპირეთ და ჩავსვით ბლოგში embed kodi, ვნახეთ როგორ ხდება მულტიმედიას განთავსება ბლოგზე, დავზეპეთ ჩვენი საქაღალდე განვათავსეთ ჩვენს იმეილზე, გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს, ვიმუშავეთ ბლოგზე პოსტის წაშლაზე, სურათების დაყენებაზე, სახლში უნდა დავწეროთ კომენტარები დამოვახდინოთ უკუკავშირი.
როგორც ირკვევა, დაძაბულ და დატვირთულ სამუშაო დღეებსაც კარგად ვუძღვებით.ახლა დიდი შუალედი გველის, სკოლაშიც ვერ ვიმუშავებთ გამოცდების გამო, სახლში კი შვილიშვილთან მაქვს ომი კომპიუტერთან ადგილის დაკავების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს დავძლევთ.
ReplyDelete